ახალი ფუნქციონალი

From LKWiki

Jump to: navigation, search

Contents

Version 5.0.8.1951 - pending...

  • ჯარიმების დარიცხვის საშეთავათო დღეები და ჯარიმების დარიცხვების ლიმიტები ინახება კონკრეტული სესხის პირობებში და აღარ არის დამოკიდებული პროდუქტში შესაბამისი პარამეტრების ცვლილებაზე

Version 5.0.8.1946 - 30.01.2013

  • ბალანსის და მოგება-ზარალის ფორმაში სწრაფი ძებნის ველები
  • ჩანაწერების ძებნის პროცესის სისწრაფე
  • სესხის დეტალებში 4 დამატებითი ველი დაემატა, რომელთან გამოყენება ხელშეკრულებებშიც შესაძლებელია
  • ყველა ბუღალტრული საკასო გატარება, რომელშიც კლიენტის პირადი ნომერია მითითებული, ავტომატურად ებმება კლიენტის ჩანაწერს. კლიენტის მიხედვით შეიძლება მის მიერ შესრულებული ყველა გატარების ამოღება
  • სალომბარდო სესხის დამატებისას პროგრამა აფრთხილებს ოპერატორს, თუ კლიენტის პირადობას გაუვიდა ვადა
  • სესხის შენიშვნებში თარიღების და მსესხებლების მიხედვით ფილტრი დაემატა და უფრო სწრაფი გახდა
  • შეიცვალა სესხების მიმდინარე ბალანსების შენახვის მექანიზმი, გაუმჯობესდა მონაცემების დამუშავების სისწრაფე
  • წლიური შედეგების გადახურვა გაუმჯობესდა
  • კონვერტაციის და სალაროს ორდერში არ შედიოდა მომხმარებლის ველი და ბეჭდვის დროს ხანდახან არასწორი ფილიალი იბეჭდებოდა
  • კლიენტის დამატებაში უვადო პირადობის არჩევის დროს მეორე თარიღის ველი ქრება
  • კლიენტის დამატებისას იმახსოვრებს მომხმარებელს, რომელმაც დაამატა კლიენტი
  • დემო გრაფიკში თანხის შეცვლისას ხელოვნური გრაფიკის თანხაც იცვლება
  • პროგრამის კონფიგურაციაში ეთითება, დღის დახურვისას რამდენი დღე დაიბლოკოს ავტომატურად
  • მომხმარებლების ექპორტი (ექსელშიც და ბუფერშიც)
  • საკრედიტო კომიტეტებში ჩანაწერების სორტირება
  • განაცხადის დაბრუნება პირველადი გასაუბრების ჩანაწერად
  • განაცხადის ძებნაში ჩანაწერების რაოდენობაზე ლიმიტი აღარ ადევს. სესხებში, კლიენტებში და ა. შ. ლიმიტები მოქმედებს ჩვეულებრივად.
  • სალაროს გატარების (ან კონვერტაციის) დეტალებიდან შესაძლებელი გახდა კლიენტის (შემომტანის/მიმღების) დეტალების ფანჯარაზე გასვლა
  • სესხების ძებნის ფანჯარაში მიმდინარე ბალანსის ველი


Version 5.0.8.1936 - 10.12.2012

  • შესაძლებელი გახდა კონვერტაციის შეცვლა და კოპირება
  • სესხის დაფარვა-გაცემისას კლიენტის დაბადების დღის შეხსენება
  • გატარების წაშლა სესხის დეტალებიდან
  • სადემონსტრაციო გრაფიკის ხელით აგება
  • დღის დახურვა სერვერის მხარეს (2-ჯერ უფრო სწრაფად)
  • გამშვები ფაილის ზომა და memory management
  • SMS-ების იმპორტის ინტერფეისი
  • წლიური ან ყოველთვიური ფინანსური შედეგების ავტომატური გადახურვა
  • ვალდებულებების მოდული (ბეტა)
  • საბუღალტრო გატარებების ავტორიზაციის მოდულში შესაძლებელია მომხმ. ჯგუფების მითითება
  • მომზადდა ვერსია სამომხმარებლო ანგარიშგებების ავტომატური განახლებებისთვის
  • SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია ერთ კონკრეტულ კლიენტზე
  • მონაცემების ექსპორტზე ცალკე უფლების მითითება
  • მომხმარებლის დამატების ასისტენტი
  • კლიენტის რეიტინგში ჩაემატა უარყოფილი განაცხადების ველი
  • ლკ-ს შიგნით მომხმარებელთა ორმხრივი სამსახურებრივი კომუნიკატორი
  • სესხის გაცემისას, გაცემის საკომისიოს დარიცხვის შემთხვევაში საკომისიოს დაფარვის ფანჯარა ავტომატურად გამოდის
  • საოპერაციო დღეების ავტომატური ბლოკირება და ბლოკირების მოხსნა
  • ბეჭვითი ფორმების ექსპორტის და ბეჭდვის დროს მონაცემების ჩანიშვნა ჟურნალში


Version 5.0.8.1925 - 05.10.2012

  • თანხების დაფარვის გადანაწილებისას ძირითადი თანხის "გაყინვა", ანუ ფიქსირება შესაძლებელია
  • დაფარვის დროს სატრანზიტო ანგარიშსაც არ უშვებს მინუსში, როგორც სტანდარტული გატარებისას.
  • დაემატა SMS-ების იმპორტის ინტერფეისი
  • "არა გაქვთ ანგარიშზე გატარების უფლება" - მესიჯინგი გასწორდა
  • მონაცემების ექსპორტი ექსელში ან ბუფერში - გავიდა ცალკე უფლებად
  • კლიენტის პირადობის ტიპში "სხვა" ტიპის არჩევის დროს აღარ ითხოვს მაინცდამაინც 11 ციფრს
  • სწრაფ განაცხადებში ცალკე იმახსოვრებს სწრაფი განაცხადის შემოსვლის თარიღს და ცალკე სტანდარტულ განაცხადად გადაქცევის თარიღს. თარიღი გამოაქვს როგორც სწრაფი განაცხადების, ისე სტანდარტული განაცხადების დეტალებში.
  • ჯგუფურ მოქმედებებში ფილტრები გაუმჯობესდა
  • წლიური ფინანსური შედეგების გადახურვის პროცედურა გადაიწერა თავიდან
  • სალაროს ორდერის კოპირების დროს დოკუმენტის ნომერს აღარ აკოპირებს
  • დახურულ დღეში ლარების გატარებები სწორად აკეთებს გადათვლას
  • შედეგების გადახურვის გატარების ცვლილებისას გადათვლას არ აკეთებდა
  • დახურულ დღეებში გატარების უფლება ემთხვევა ბლოკირებულ დღეებს
  • დღის დახურვისას ავტომატურად ბლოკირებული დღეების რაოდენობა ეთითება პროგრამის კონფიგურაციაში
  • შენიშვნების პრიორიტეტები - პირადი, მნიშვნელოვანი, სტანდარტული
  • რეპორტის დამატებისას ავტომატურად ამატებს უფლებებში ადმინისტრატორს
  • პირველად განაცხადზე თავისით ენიჭება ხედვის უფლებები კლიენტზეც და განაცხადზეც
  • პირველადი განაცხადის დეტალებიდან კლიენტის დეტალებზე გასვლის ღილაკი
  • მოთხოვნილი ველების პრობლემები გასწორდა (ახალ ველებზე)
  • სწრაფი განაცხადების რეგისტრაცია გაუმჯობესდა
  • სწრაფი განაცხადის და ლომბარდის სესხების დამატებისას, კლიენტის არჩევა ნელა მუშაობდა და გასწორდა
  • ბრტყელი პროცენტის სესხების რესტრუქტურიზაციის დროს უფრო სწორად აგებს გრაფიკებს
  • განაცხადის დამატება და პირველადი გასაუბრებიდან განაცხადის დამატება სხვადასხვა უფლებები გახდა
  • განაცხადებში დაემატა პროდუქტის და ფილიალის მიხედვით ძებნა
  • დემო გრაფიკში და სესხის დამატებაში უკვე შესაძლებელია პირველი გადახდის თარიღის მითითება ხელით. მუშაობს მხოლოდ ყოველთვიური გადახდის მქონე სესხებზე. ითვალისწინებს თანაბარ დაფარვებს, დღესასწაულებს და ა. შ. თარიღის გადაწევა შესაძლებელია -10+20 დღეების შუალედში.


Version 5.0.8.1901 - 05.08.2012

  • პირველადი გასაუბრების (საწყისი განაცხადების) მოდული
  • ძვირფასი ნივთების ქისების სტატუსების მენეჯმენტი
  • რეპორტების უფლებებში მომხმ. ჯგუფების დამატება
  • განაცხადის ვადის გასვლა - ხელით მითითება
  • კლიენტის ყველა მიმდინარე სესხების ღილაკი - დაფარვაში და ძებნაში
  • უცხოური პასპორტის შემთხვევაში განსხვავებული პირადი ნომრის შეყვანა
  • სესხზე შენიშვნებს დაემატა ლაბელები
  • ყველა ფორმის ბეჭდვა და ექსპორტი ინახება ჟურნალში
  • საბუღალტრო ანგარიშებში სავალუტო ხარჯებს და შემოსავლებს ავტომატურად უხსნის სარკეებს
  • ბალანსის და მოგება-ზარალის ანალიზის მოდული გაუმჯობესებულია
  • პირადობის სკანირებული ასლების შენახვა ბაზაში

Version 4.0.8.1868 - 15.09.2011


Version 4.0.8.1825 - 26.03.2011

  • ბუღალტრულ ანგარიშების უსაფრთხოება - ანგარიშებს დაემატათ "უსაფრთხოების დონე", ხოლო მომხმარებელთა ჯგუფებს კი დაემატათ 2 დონე - ანგარიშის მოძებნის/გატარების გაკეთების და ანგარიშების ბრუნვებისა/ბალანსების ნახვის.
  • პროდუქტში დაემატა პარამეტრი - "გაითვალისწინე დღესასწაულები". აქამდე ყველა გრაფიკი ავტომატურად ითვალისწინებდა სადღესასწაულო დღეებს.
  • შესაძლებელი გახდა დახურულ საოპერაციო დღეში საბუღალტრო გატარებების დამატება/შეცვლა/წაშლა (დღეების რაოდენობა შეზღუდულია)
  • სავალუტო ანგარიშების გადაფასების შედეგები შეიძლება აღირიცხოს როგორც შედეგების საერთო ანგარიშებზე, ასევე ყველა ანგარიშს შეიძლება გააჩნდეს გადაფასების შედეგების საკუთარი ანგარიშები.


Version 4.0.7.1813 - 12.02.2011

  • კონვერტაციის ან სალაროს საბუთის დამატებისას შევსებული კლიენტის ინფორმაცია ოპერატორს შეუძლია ავტომატურად ჩაამატოს ბაზაში
  • კლიენტის შესახებ შევსებული აუცილებელი ველების გადამოწმება ხდება არამარტო ინფორმაციის შეყვანის დროს, არამედ ბაზიდან არჩევის დროსაც. ასე რომ, მაგალითად, კონვერტაციის დროს ავტომატურად დამატებულ კლიენტზე (რომელზეც მხოლოდ სახელი, გვარი და პირადი ნომერია შევსებული) ვერ მოვახდენთ სესხის განაცხადის რეგისტრაციას, სანამ არ შეივსება ყველა აუცილებელი ველი.
  • უზრუნველყოფის კოპირება


Version 4.0.7.1810

Personal tools