ბეჭდვითი ფორმების დიზაინი

From LKWiki

Jump to: navigation, search

პროგრამაში ნებისმიერ მოვლენაზე შესაძლებელია საკუთარი ბეჭდვითი ფორმის (ან ფორმების) აწყობა და დიზაინი. დავუშვათ, შეიძლება დაგვჭირდეს სალაროს შემოსავლის ორდერის ორი ფორმა: ერთი - მსესხებლისათვის მისაცემი, რომელზეც დატანილი იქნება სესხთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და მეორე სტანდარტული, რომელსაც გამოვიყენებთ ნებისმიერი სხვა ტიპის კლიენტისთვის ან ორგანიზაციის შიდა საჭიროებისათვის. იგივე პრინციპით შესაძლებელია აიწყოს სესხის დაფარვის გრაფიკის ან სესხის ხელშეკრულებების რამოდენიმე ვარიანტი.

Contents

ბეჭდვითი ფორმების ჩამონათვალი

ბეჭდვითი ფორმის ასაწყობად შევდივართ ზედა მენიუში - ანალიზი / ბეჭდვითი ფორმების აწყობა.

LK0140.png

ფანჯარა შედგება 3 ნაწილისაგან: მარცხნივ, პირველ ნაწილში ჩამოთვლილია კატეგორიები. თითოეული კატეგორია შეიცავს ანგარიშგებათა ჯგუფს, ანუ მოვლენებს, რომლებზე უშუალოდ ებმის ბეჭდვითი ფორმები. ანგარიშგებათა ჯგუფში შემავალი ანგარიშგების ბეჭდვითი ფორმები კი ჩანს მესამე ნაწილში.

LK0141.png

მაგალითად: პირველ ნაწილში არჩეულია "სამუშაო პროცესი, სესხები", მეორე ნაწილში - მასში შემავალი ანგარიშგება "ბიზნეს წინადადება (სასესხო განაცხადი)" და მესამე ნაწილში ანგარიშგების ფორმა "ბიზნეს სესხი".

ბეჭდვითი ფორმის დამატება

დამატების ღილაკის გამოყენებით ვიწყებთ ახალი ბეჭდვითი ფორმის დამატებას. გამოსულ ფანჯარაში ვაკეთებთ მონიშვნას სიტყვის "აქტიური" წინ, თუ გვინდა, რომ უშუალოდ სამუშაო პროცესში, ბეჭდვისას ეს ფორმა გამოჩნდეს ჩამონათვალში, ვირჩევთ ჯგუფს, ვწერთ ანგარიშგების ჩვენთვის სასურველ სახელს და ფორმის ასაწყობად შევდივართ ღილაკით "დიზაინერი".

LK0143.png

ფორმის ასაწყობად ვიყენებთ FastReport დიზაინერს.

LK0144.png

სამუშაოს დასრულების შემდეგ ფორმას შევინახავთ და ის უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.

შენიშვნა: ბეჭდვითი ფორმების ასაწყობად პროგრამაში გამოყენებულია დამხმარე მოდული "Fast Report". პროგრამის სახელმძღვანელოს ინგლისური ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: http://www.fast-report.com/en/documentation/, ხოლო რუსული ვარიანტი მისამართზე: http://www.fast-report.com/ru/documentation/

ბეჭდვითი ფორმის შეცვლა / წაშლა

ბეჭდვითი ფორმის შესაცვლელად ვდგებით სასურველ ანგარიშგებაზე. შეცვლის ღილაკით შევდივართ პატარა ფანჯარაში, სადაც დავკლიკავთ ღილაკზე "დიზაინერი".

LK0142.png

გამოსულ ფორმაში შეგვაქვს სასურველი შესწორებები და ვინახავთ.

დავუშვათ, გვინდა შევასწოროთ პუნქტი 2.1. - “დამგირავებელი”, წინამდებარე ხელშეკრულებით აგირავებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას. შესაცვლელად უნდა დავკლიკოთ წინადადების ნებისმიერ ადგილზე 2-ჯერ. გამოვა ფანჯარა, რომელშიც ჩაწერილი იქნება ეს წინადადება და რომელშიც შევძლებთ მის ჩასწორებას. დიზაინერის დეტალური ინსტრუქციებისათვის იხილეთ შენიშვნა ზემოთ.

LK0145.png

ბეჭდვითი ფორმის წასაშლელად ვიყენებთ წაშლის ღილაკს.

ბეჭდვითი ფორმის კოპირება

იმ შემთხვევაში, როდესაც გვჭირდება უკვე გაკეთებული ფორმის ანალოგიური ფორმა, მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებებით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ღილაკი "კოპირება", რომელიც სრულად დაგვიკოპირებს სასურველ ფორმას.

LK0146.png

ბეჭდვითი ფორმის შეზღუდვა პროდუქტების მიხედვით

ბეჭდვითი ფორმები შეიძლება იყოს უნივერსალური, ანუ მოქმედებდეს ყველა პროდუქტისათვის, პროდუქტთა გარკვეული ჯგუფისათვის ან ერთი რომელიმე პროდუქტისათვის. იმისათვის, რომ ჩამონათვალით ზედმეტად არ დავტვირთოთ ბეჭდვითი ფორმებით, შეგვიძლია მათი შეზღუდვა პროდუქტების მიხედვით.

დავუშვათ, გავაკეთეთ ბეჭდვითი ფორმა მიკროსესხი - თავდებობა (ხელშეკრულების ფორმები -> ხელშეკრულება: თავდებობა -> მიკროსესხი - თავდებობა). ეს ფორმა არა არის საჭირო სალომბარდო სესხებისთვის და განკუთვნილია მხოლოდ მიკროსესხებისთვის. ამისათვის ვაკეთებთ საჭირო პროდუქტებზე განაწილებას. ფანჯრის ქვედა ნაწილში არის იკონა LK00148.png , რომელზე დაკლიკვის დროსაც გამოვა განაწილების ფანჯარა. დამატების ღილაკით უნდა ავარჩიოთ და ჩავსვათ ამ ფანჯარაში ის პროდუქტები, რომლებზეც გვინდა ამ ფორმის გამოჩენა.

LK0147.png

თუ გვინდა, რომ ეს ფორმა ყველა პროდუქტზე გამოჩნდეს, არ გამოვიყენებთ დამატების ღილაკს პროდუქტთა ჩამონათვალის გასაკეთებლად და ფანჯარაზე ვტოვებთ წარწერას "ხილვადია ყველა პროდუქტისათვის".

LK0148.png

ბეჭდვითი ფორმის შეზღუდვა ფილიალების მიხედვით

ფილიალების მიხედვით ბეჭდვითი ფორმების შეზღუდვა პროდუქტებზე შეზღუდვის ანალოგიურია, მხოლოდ ამისათვის ვიყენებთ ფილიალების LK0149.png იკონას.

LK0150.png

რომელ ფილიალშიც გვინდა ბეჭდვითი ფორმის გამოჩენა, იმ ფილიალის წინ გავაკეთებთ მონიშვნას, ხოლო თუ გვინდა, რომ ის ყველა მათგანში გამოჩნდეს, ფანჯრის ქვედა ნაწილში გავაკეთებთ მონიშვნას სიტყვის "ყველა" წინ.

სამომხმარებლო ანგარიშგებების ბეჭდვითი ფორმები

სამომხმარებლო ანგარიშგებები ის დამატებითი ანგარიშგებებია, რომლებიც შექმნილია T-SQL-ის ენაზე და განთავსებულია ვიკიპედიაში ანგარიშგებების კატალოგი. პროგრამაში მათი ფორმულების გადმოკოპირებით ჩვენ ვამატებთ ჩვენთვის სასურველ ანგარიშგებებს.

სამომხმარებლო ანგარიშგებებში ნებისმიერი ახალი T-SQL ანგარიშგების დამატება იწვევს ბეჭდვითი ანგარიშგებების ჩამონათვალში ახალი ანგარიშგების დამატებას შესაბამისი სახელით (კატეგორიაში "სამომხმარებლო ანგარიშგებები").

სასურველი ანგარიშგების მოძებნის შემდეგ ბეჭდვითი ფორმების აწყობა შეგვიძლია შემდეგი გზით:

ბეჭდვითი ფორმების ფანჯრის პირველ განყოფილებაში "კატეგორია" ვდგებით "მომხმარებელთა ანგარიშგებებზე", მეორე, "ანგარიშგებათა ჯგუფის" განყოფილებაში ვდგებით სასურველ ანგარიშგებაზე, დავუშვათ, ამ შემთხვევაში "ძირითადი ანგარიშგებები, კონვერტაცია" და ვაკეთებთ ბეჭდვით ფორმას "კონვერტაცია".

LK0151.png

თითოეულ ასეთ ანგარიშგებაზე შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით ბეჭდვითი ფორმების აწყობა/მიბმა.

ბეჭდვის პროცესი

იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ერთი ანგარიშგების რამოდენიმე ბეჭდვითი ფორმა, თითოეული შეგვიძლია გავანაწილოთ პროდუქტებისა, თუ ფილიალების მიხედვით.

LK0152.png

დავუშვათ გვაქვს გრაფიკის 3 ბეჭდვითი ფორმა და მითითებული გვაქვს, რომ გარკვეულ პროდუქტზე სამივე გამოგვიჩნდეს ბეჭდვის დროს. სესხის დეტალებიდან გრაფიკის ბეჭდვის დროს გამოჩნდება ყველა მათგანი.

LK0153.png

თუ მხოლოდ ერთი ბეჭდვითი ფორმა გვაქვს გაკეთებული, მაშინ ჩამონათვალი არ იქნება და გრაფიკი პირდაპირ, არჩევის გარეშე დაიბეჭდება.

Personal tools