გადაწყვეტილების მიმღებები და კომიტეტები

From LKWiki

Jump to: navigation, search

Contents

გადაწყვეტილების მიმღები პირები

ნებისმიერი სასესხო განაცხადის დამტკიცება მოითხოვს შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან კომიტეტის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიმღები პირი შეიძლება იყოს პროგრამის ნებისმიერი მომხმარებელი. პროგრამულად ეს პიროვნებები ჯგუფდებიან და ქმნიან კომიტეტებს, რომელთაც ექნებათ სხვადასხვა დონის გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი მომხმარებელი შეიძლება გაერთიანდეს რამოდენიმე კომიტეტში ერთდროულად.

კომიტეტების კონფიგურაციისათვის შევდივართ ზედა მენიუში პარამეტრები / გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები:

LK0046.png

კომიტეტში გაერთიანებამდე მომხმარებელი უნდა დავარეგისტრიროთ, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი. ფანჯრის პირველ გვერდზე ჩანს გადაწვეტილების მიმღები პირები, აქვე შეგვიძლია დავამატოთ ახალი, შევცვალოთ ძველი და წავშალოთ არასასურველი. ამისათვის ფანჯრის ქვედა ნაწილში არის სათანადო ღილაკები:

LK0094.png

თუ ვამატებთ ახალ გადაწყვეტილების მიმღებ პირს:

LK0095.png

მივუთითებთ თარიღების შუალედს, რა პერიოდშიც გვსურს, რომ მან იმოქმედოს (ანუ ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უფლება). ავარჩევთ უკვე არსებულ მომხმარებელს, რომელიც წინასწარ გვეყოლება პროგრამაში შეყვანილი, მივუთითებთ, ხმის წონას, ანუ რამდენად ხმად ითვლება მისი ერთი ხმის მიცემა (მაგალითად, თუ ჩავუწერთ 2-ს, გადაწყვეტილების მიღების დროს მისი ხმა 2 ხმად ჩაითვლება) და ვაჭერთ ოკ-ს.

საკრედიტო კომიტეტი

მეორე ეტაპია საკრედიტო კომიტეტების შექმნა, მათი შემადგენლობის და უფლებამოსილებების განსაზღვრა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი და იგივე მომხმარებელი შეიძლება რამოდენიმე კომიტეტში შედიოდეს.

ახალი კომიტეტის დასამატებლად გადავდივართ ფანჯრის მეორე გვერდზე და ვაკლიკავთ დამატების ღილაკს.

LK0096.png

გამოსულ ფანჯარაში შეგვყავს კომიტეტის სახელი ჩვენი სურვილის მიხედვით, პრივილეგიის დონე (პრივილეგიის დონე არ ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე - ეს უბრალოდ საინფორმაციო ველია), წევრის დამატების ღილაკით შემოგვყავს ახალ წევრი კომიტეტის შემადგებლობაში. თუ მისი ხმა აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების დროს, ვაკლიკავთ ღილაკზე "აუცილებელი ხმა" და ბოლოს ვუთითებთ გადაწყვეტილებების მისაღებად აუცილებელი მინიმალური ხმების რაოდენობას. OK-ზე დაწკაპუნების შემდეგ კომიტეტი ჩაემატება ფანჯრის მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვნივ გამოჩნდება ამ კომიტეტში შემავალი წევრები (ამ შემთხვევაში: მცირე კომიტეტი და მასში შემავალი 2 წევრი).

კომიტეტის ფანჯრის ქვედა ნაწილში მოცემულია განაცხადის უარყოფის, შეჩერების და დამტკიცებისათვის აუცილებელი ხმების რაოდენობა. აქ პრიორიტეტი მოქმედებს მარცხნიდან მარჯვნივ. მაგალითად, თუ სამივე ტიპის გადაწყვეტილებისათვის საკმარისია თითო ხმის მიცემა და 3-წევრიანი კომიტეტის მსვლელობის დროს ერთი წევრი უარყოფს განაცხადს, ერთი შეაჩერებს, ხოლო ერთი დაამტკიცებს, პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადის უარყოფას. იგივე პრინციპი მოქმედებს შეჩერების შემთხვევაშიც.

LK0097.png

თუ გვსურს კომიტეტში წევრის ჩამატება, ან ამოშლა, შეცვლის ღილაკით შევალთ ფანჯარაში - "კომიტეტის დამატება/შეცვლა" და დამატების და წაშლის ღილაკებით ვაკეთებს სასურველ ოპერაციას. "წევრის დამატების" ღილაკზე დაწკაპუნებისას გამოგვიჩნდება მომხმარებელთა ჩამონათვალი, საიდანაც უნდა ავარჩიოთ სასურველი.

გადაწყვეტილების თანხობრივი შუალედები

ყველა პროდუქტზე ჩვენ შეგვიძლია დავაწესოთ თანხობრივი შუალედი, და მივანიჭოთ ამა თუ იმ კომიტეტს უფლებამოსილება ამ თანხებზე.

პირველად ვამატებთ თანხის შუალედს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია უფლებამოსილი კომიტეტის განსაზღვრა (რა თქმა უნდა კომიტეტი წინასწარ უნდა გვქონდეს შექმნილი / დამატებული).

გადაწყვეტილების მიღების ახალი დონის შესაქმნელად უნდა გადავიდეთ ფანჯრის მესამე გვერდზე - "გადაწყვეტილების მიღების დონეები". დამატების ღილაკით გამოვა ახალი ფანჯარა, რომელშიც ვიწყებთ მონაცემების შეყვანას. თუ გვსურს გლობალურად, ყველა პროდუქტზე ერთიანად გავნსაზღვროთ კომიტეტების უფლებამოსილებები, მაშინ გავაკეთებთ მონიშვნას სიტყვა "გლობალურის" წინ, თუ ცალკეულ პროდუქტებზე და სხვადასხვა კომიტეტს ვანიჭებთ უფლებამოსილებას, მაშინ მოვხსნით მონიშვნას და გამოგვიჩნდება პროდუქტების გრაფა, სადაც ავარჩევთ სასურველს.

LK0098.png

დავუშვათ, გვსურს 1 თვიან სალომბარდო სესხზე, ვალუტა USD, დავაწესოთ 20-დან 10 000$-მდე თანხის შუალედი, რომელზედაც მცირე კომიტეტს ექნება გადაწყვეტის უფლებამოსილება. ფანჯარაში ჩავწერთ ამ თანხებს და ვაჭერთ OK.

შემდეგ ეტაპზე უნდა ავარჩიოთ / განვსაზღვროთ უფლებამოსილი კომიტეტი. ამისათვის, ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხეში არის ღილაკი "უფლებამოსილება", რომელზე დაწკაპუნების შემდეგაც გამოვა ახალი ფანჯარა და დამატების ღილაკით დავამატებთ სასურველ კომიტეტს.

LK0100.png

ასევე შეგვიძლია დონეების შეცვლაც და წაშლაც.

კომიტეტების უფლებამოსილების ტესტირება

უფლებამოსილებების განსაზღვის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ დონეების ტესტირება, ანუ რა პროდუქტზე და რა თანხაზე რომელ კომიტეტს აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამის გაკეთება შეგვიძლია შემდეგნაირად: გადავდივართ მეოთხე გვერდზე - "დონეების ტესტირება", სადაც ვარჩევთ სასურველ პროდუქტს, ვუთითებთ თანხასა და ვალუტას და პროგრამა ავტომატურად გვიჩვენებს იმ კომიტეტებს, რომელთაც ამ პირობებში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვთ.

LK0099.png

ამ შემთხვევაში მივუთითეთ 50 ლარი და გამოჩნდა მათზე უფლებამოსილი კომიტეტების ჩამონათვალი.

მიღებული ხმები და კომიტეტების გადაწყვეტილებები

თუ ჩვენ გვსურს ამა თუ იმ განაცხადზე ვიპოვოთ კერძოდ რომელმა წევრმა და რა გადაწყვეტილება მიიღო, კომიტეტის შემადგენლობიდან რამდენმა ხმამ უარყო, რამდენმა დაამტკიცა და რამდენმა მისცა ხმა განაცხადის შეჩერებას, ამისათვის შევდივართ განაცხადებში, ვიპოვით სასურველ განაცხადს და ფანჯრის ქვედა მარცხენა კუთხიდან შევდივართ ღილაკში "კომიტეტი".

LK0101.png

აქედანვე შეგვიძლია კომიტეტის ოქმის ბეჭდვაც.

თუ ერთსა და იმავე თანხაზე უფლებამოსილია რამოდენიმე კომიტეტი და პიროვნება, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, გაერთიანებულია ორივე ამ კომიტეტში, განაცხადი ჩაითვლება იმ კომიტეტის დამტკიცებულად, რომელმაც პირველმა მოახდინოს საკმარისი ხმების მოგროვება. თუ ორივე კომიტეტი ერთდროულად მოაგროვებს საკმარის ხმებს, განაცხადი ჩაითვლება ორივე კომიტეტის დამტკიცებულად.

ფანჯრის ზედა ნაწილში მოცემულია განაცხადის არსებობის მომენტისათვის ყველა უფლებამოსილი კომიტეტის სია. ამ სიაში კომიტეტების ცვლილებით შეგვიძლია ფანჯრის ქვედა ნაწილში დავათვალიეროთ, რომელი კომიტეტის ფარგლებში რამდენი ხმა მოგროვდა და რომელმა მათგანმა მოაგროვა გადაწყვეტილებისათვის საკმარისი ხმების რაოდენობა.


Last Edited on 11.05.2011

Personal tools