განვადებები

From LKWiki

Jump to: navigation, search

პროგრამაში სხვა სასესხო პროდუქტებთან ერთად შეიძლება აღირიცხოს "განვადების" ტიპის სასესხო პროდუქტი. ერთადერთი განსხვავება სტანდარტულ სესხსა და განვადებას შორის არის ის, რომ განვადების შემთხვევაში შეგვიძლია დამატებით შევავსოთ მსესხებლის მიერ შესაძენი საქონლის/მომსახურების და შესაბამისი პარტნიორების შესახებ ინფორმაცია (პარტნიორებში იგულისხმება კომპანიები, სადაც მსესხებლის მიერ ხდება ამ საქონლის და მომსახურების შეძენა).

განვადების ტიპის სასესხო პროდუქტის დიზაინი ხდება სტანდარტულად. შევდივართ სასესხო პროდუქტებში

LK0035.png

პროდუქტის ტიპში ვირჩევთ განვადებას და ვააქიურებთ საჭირო გრაფებს.

LK0034.png

განვადების გაკეთების დროს განაცხადის პირველი ორი გვერდი იმგვარადვე ივსება, როგორც მიკროსესხების დროს (განაცხადის დამატება), მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ "პროდუქტის"-ს არჩევისას, ვუთითებთ "სტანდარტულ განვადება"-ს, დარგის გასწვრივ "სამომხმარებლო"-ს და ქვედარგში "განვადება"-ს.

LK0030.png

მეორე გვერდსაც ჩვეულებრივ ვავსებთ, ისე როგორც მიკროსესხების დროს. ამის შემდეგ გადავდივართ მესამე გვერდზე.

LK0031.png

აქ ფანჯრის ქვემოთ მდებარე გრაფებს ვავსებთ შემდეგნაირად:

  • 1. პარტნიორი - ვარჩევთ პარტნიორს, ანუ ვისთანაც ორგანიზაციას აქვს ხელშეკრულება და ვისგანაც კლიენტს შეუძლია საქონლის ყიდვა. თუ კლიენტი ერთდროულად რამოდენიმე მაღაზიაში ყიდულობს ნივთებს, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ყველა ნივთს თავის იურიდიულ პირს ჩავუწრეთ პარტნიორის გრაფაში.
  • 2. საქონელი - საქონლის ტიპი (ავეჯი, ტელეფონი...), ანუ რისი ყიდვაც სურს კლიენტს.
  • 3. აღწერა - საქონლის მოდელი (მაგ.: ნოკია N73...)
  • 4. სესხი - ამ გრაფაში იწერება ჩვენს მიერ გაცემული სესხის თანხა;
  • 5. თანამონაწილეობა - ამ გრაფაში ვწერთ პირადად კლიენტს რა თანხა გადაიხადოს მაღაზიაში ხელზე - სესხის გარდა;
  • 6. ფასი - სესხისა და თანამონაწილეობის გრაფების შევსების შემდეგ პროგრამა ავტომატურად შეავსებს ამ გრაფას და ჩაწერს ნივთის ღირებულებას.

გრაფების შევსების შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე "დამატება" და ეს ერთი კონკრეტული ნივთი თავისი მონაცემებით დაემატება ზემოთ, შესაძენი ნივთების ჩამონათვალს.

საქონლის სრული ჩამონათვალის შევსების შემდეგ განაცხადის თანხა (წინა, ანუ მეორე გვერდზე) შეივსება ავტომატურად. ამიტომ მეორე გვერდის შევსებისას შეგვიძლია ეს გრაფა ცარიელი დავტოვოთ. ვთქვათ, არ დავტოვეთ და მაინც შევავსეთ (დავუშვათ ჩავწერეთ 500 ლარი), ხოლო საქონლის შეყვანის შემდეგ გამოვიდა ისე, რომ ნაკლები თანხა (450 ლარი) ჭირდება კლიენტს, უკან დაბრუნებისას ჩვენს მიერ ჩაწერილი თანხა ავტომატურად შესწორებული დაგვხვდება (იქნება 450 ლარი).

ამის შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე OK.

თუ დაგვჭირდება უკვე დამატებული რომელიმე მონაცემის შეცვლა, გაკეთებულ ჩამონათვალში ვდგებით შესაცვლელ ერთეულზე, ის ჩაჯდება ქვემოთ გრაფებში, შევცვლით მონაცემს და მხოლოდ ამის შემდეგ ვაწკაპუნებთ ღილაკზე "შეცვლა".

თუ გვსურს ინფორმაციის მთლიანად ამოღება, ამისთვის უნდა ვისარგებლოთ ღილაკით "წაშლა".

განვადების გრაფიკის და სესხის ხელშეკრულების ამობეჭდვის შემდეგ, შევდივართ სესხის დეტალებში, გადავდივართ უზრუნველყოფის გვერდზე და ფანჯრის მარჯვნივ მდებარე "განვადების" ღილაკით ვბეჭდავთ სესხის ხელშეკრულების დანართს. აღნიშნული ღილაკი ხედვადია მხოლოდ განვადების ტიპის პროდუქტებზე.

LK0032.png

ხელშეკრულების დაბეჭდილ დანართში მოტანილია განვადებით შესაძენი ნივთი, მისი მოდელი, მსესხებლის მონაწილეობა, სესხის თანხა და საქონლის ფასი. ამ ბარათით შესაბამის მაღაზიაში წარდგენით მსესხებელს უკვე შეუძლია ნივთის გამოტანა.

ბეჭდვა შეიძლება განაცხადის დეტალებიდანაც:

LK0033.png

Personal tools