დოკუმენტაციის მენეჯმენტი

From LKWiki

Jump to: navigation, search

პროგრამაში ყველა ძირითად ჩანაწერზე შესაძლებელია ნებისმიერი ფორმატის გარე ფაილების მიმაგრება - საოფისე დოკუმენტების, ფოტოსურათების და ა. შ.

ამ მიზნებისთვის ოთხივე ტიპის ძირითად ჩანაწერზე (კლიენტზე, განაცხადზე, სესხზე, უზრუნველყოფაზე), დეტალების ფანჯარაში შესვლისას უნდა გადავიდეთ გვერდზე "ფაილები", სადაც მოცემულია ჩანაწერზე მიმაგრებული ყველა ფაილების სია. აღნიშნული სიიდან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფაილების გახსნა, გამოძახება, შენახვა და ექსპორტი. ფაილები ფიზიკურად არ ინახება მონაცემთა ბაზაში - ისინი განთავსებულია ბაზის გარეთ, წინასწარ მითითებულ მისამართზე, ხოლო მონაცემთა ბაზაში ინახება მათი მისამართები.

ახალი ფაილის მიბმისათვის ვიყენებთ ღილაკს "დამატება", გამოსილ ფანჯარაში ვირჩევთ საბუთის ტიპს, ვავსებთ შესაბამის გრაფებს და ვირჩევთ სასურველ ფაილს საკუთარი კომპიუტერიდან. არჩეული ფაილი დაკოპირდება წინასწარ მითითებულ მისამართზე, დოკუმენტების საცავში, კლიენტისთვის ცალკე გახსნილ კატალოგში და შეეცვლება სახელი კლიენტის ნუმერაციის მიხედვით. პროგრამა არ შეცვლის საწყის ფაილს, რომლის მიბმასაც ვახორციელებთ.

კლიენტის მოძებნა და დეტალებში გადასვლა

მიმაგრების პროცესში შესაძლებელია გამოყენებული იქნას კომპიუტერზე ლოკალურად მიერთებული სკანერი ან ვებ კამერა. ამისათვის ვაჭერთ სკანერის ღილაკს ფაილის არჩევის ღილაკის მარჯვნივ და გადავდივართ სკანერის პროგრამაში.

მიმაგრებული ფაილების ჩამონათვალი
ფაილის მიმაგრება-ატვირთვის პროცესი

ამის შემდეგ დავკლიკავთ ღილაკზე "სკანირება". აქვე შეგვიძლია მისი დამუშავება: დაპატარავება, ზომის შეცვლა, ექსპორტი... დამუშავების შემდეგ დავკლიკავთ OK-ზე და შემდეგ ღილაკზე "ატვირთვა", რის შემდეგაც დამატებული საბუთი გამოჩნდება ჩამონათვალში.

სკანირების მოდული

Last edited on 10.09.2011

Personal tools