დღესასწაულები

From LKWiki

Jump to: navigation, search

სესხის დაფარვის გრაფიკის აგებისას არ არის სასურველი გადახდის დღე დაემთხვეს დასვენების დღეს ან დღესასწაულს, რადგან ამ შემთხვევაში კლიენტს არ ექნება საშუალება თანხა გადაიხადოს დანიშნულ დროზე, მისი სესხი მოხვდება გადაცილებაში, რაც გამოიწვევს საკრედიტო ისტორიის გაფუჭებას და ჯარიმის დარიცხვას. ამგვარი პრობლემების თავიდან ასაცილებლად პროგრამაში არის სპეციალური განყოფილება "დღესასწაულები", საიდანაც შეგვიძლია ამის რეგულირება. ამისათვის, შევდივართ ზედა მენიუში - პარამეტრები/დღესასწაულები

LK0001.png

გამოვა ფანჯარა. თუ ბაზაში უკვე შეყვანილი გვყავს დასვენების დღეები, იმ შემთხვევაში გამოჩნდება მათი ჩამონათვალი.

LK0002.png

შეგვიძლია ამ ჩამონათვალის კორექტირება: ახლის დამატება და დამატებულის წაშლა.

ვთქვათ, ვამატებთ ახალ დღესასწაულს. ამისათვის ვაწკაპუნებთ ღილაკზე "დამატება". გამოვა ახალი ფანჯარა, რომელშიც ჩავწერთ დღესასწაულის თარიღს და მის სახელწოდებას. მაგალითად, 2011 წლის 24 აპრილს არის "აღდგომა". თარიღის გასწვრივ ვწერთ 24.04.2011, დღესასწაულის გასწვრივ "აღდგომა". თუ გვინდა, რომ ერთხელ ჩაწერილი დღესასწაული ყოველ წელს იქნეს დაფიქსირებული ბაზაში, გავაკეთებთ მონიშვნას სიტყვის "განმეორებითი" წინ, მის გვერდით კი, ციფრებში, ავარჩევთ რამდენი წელი იქნეს დაფიქსირებული ის ამ თარიღში და ამ სახელწოდებით. რადგან აღდგომა არ არის ფიქსირებული დღესასწაული და ის არ არის ყოველ წელს ერთი და იგივე თარიღში, ამიტომ ამ შემთხვევაში არ ვაკეთებთ მონიშვნას. მონიშვნას ფრაზის "დამთხვევისას გადააწერე არსებულ თარიღებს" წინ ვაკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ბაზაში უკვე არის მონაცემები შეყვანილი და შესაძლებელია, რომ დასამატებელი დღესასწაულიც იყოს ჩამონათვალში. ბოლოს ვაწკაპუნებთ OK-ზე. LK0003.png
შენიშვნა: ჩამონათვალში დღესასწაულის შეყვანის შემდეგ, ყველა სასესხო პროდუქტის აგებისას უნდა მივუთითოთ, კონკრეტულად აღნიშნულმა პროდუქტმა გაითვალისწინოს თუ არა გრაფიკის აგებისას სადღესასწაულო დღეები. იგივე პარამეტრი შეგიძლიათ იპოვოთ სესხის კალკულატორშიც.

Last edited on 17.04.2011

Personal tools