ინსტალაცია და ტექნიკური მოთხოვნები

From LKWiki

Jump to: navigation, search

Contents

სერვერის ინსტალაცია

სერვერული ნაწილის ინსტალაცია ყოველთვის ხორციელდება ჩვენი კომპანიის პერსონალის მიერ. თუმცა, თქვენი კომპანიის IT განყოფილებას შეუძლია მოახდინო MS SQL Server 2005-ის ინსტალაცია, იმ პირობით რომ ინსტალაციისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი პირობები:

  • ვერსია - MS SQL Server 2005 SP2 ან უფრო ახალი
  • Collation - Latin1_General
  • Full instance name (კომპიუტერის სახელს + SQL Server-ის ინსტალაციის სახელი) <= 20 სიმბოლოზე

კლიენტის ინსტალაცია

LoanKeeper Framework

კლიენტის მანქანაზე გაუშვით კლიენტის ინსტალერი და მიყევით ინსტრუქციებს. ინსტალერი არ მოგთხოვთ დამატებით არაფრის მითითებას, უბრალოდ მოამზადებს LoanKeeper-ის გასაშვებად საჭირო ყველა ფაილებს.

Latest Framework Installer

HASP Driver

გაუშვით დრაივერის ინსტალერი და მიყევით ინსტრუქციებს. აქაც ინსტალერი არ მოგთხოვთ დამატებით არაფრის მითითებას,

HASP HL Driver

შრიფტი MS Arial Unicode

ტექსტების სრული UNICODE მხარდაჭერისატვის LoanKeeper იყენებს შრიფტს MS Arial Unicode. თუ კომპიუტერზე დგას MS Office XP ან უფრო ახალი, მაშინ შრიფტი უკვე დაყენებული იქნება თქვენს სისტემაში.

პროგრამა სრულყოფილად მუშაობს აღნიშნული შრიფტიის ინსტალაციის გარეშეც. მისი დაყენება საჭიროა მხოლოდ ინტერფეისის კოსმეტიკური მიზნისათვის.

რეგიონალური პარამეტრები

გახსენით Control Panel/Regional Settings და შეცვალეთ შემდეგი პარამეტრები

Numbers/Decimal symbol - . (ათწილადის გამყოფი სიმბოლო სასურველია იყოს წერტილი)

Date/Short Date - dd.MM.yyyy (თარიღის ფორმატი)

სხვა

დარჩა მხოლოდ სერვერის ფოლდერიდან LoanKeeper იარლიყის გადმოტანა მომხმარებლის ეკრანზე და ქართული კლავიატურის დრაივერის დაყენება, რომელიც უკვე დააყენა თქვენს სისტემაში პირველმა ინსტალერმა. კლავიატურის დრაივერების ჩამონათვალიდან უბრალოდ აირჩიეთ Georgian UNI.

Personal tools