კლიენტის ბაზაში არსებობის შემოწმება

From LKWiki

Jump to: navigation, search

არის შემთხვევები, როდესაც საჭიროა, რომ შეზღუდული უფლებების მქონე მომხმარებელს გააჩნდეს კლიენტების მთელი ბაზის ხედვის უფლება. ასეთი მომხმარებელი შეიძლება იყოს ადმინისტრატორი ან სესხის ოფიცერი, რომელიც შემოსულ კლიენტებთან გასაუბრებას აწარმოებს. გასაუბრების პროცესში სასურველია მას შეეძლოს მთელი ბაზის მასშტაბით გადამოწმება და კლიენტის შესახებ მინიმალური ინფორმაციის მიღება ისე, რომ არ გააჩნდეს ყველა ფილიალის, კლიენტების და სესხების შესახებ სრულად ხედვის უფლება.

ამისათვის არსებობს ფუნქცია ზედა მენიუში - კლიენტები / შემოწმება.

LK0062.png

გამოსულ ფანჯარაში ვწერთ პირად ნომერს. პოვნის ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ გამოჩნდება ამ ნომრით დარეგისტრირებული კლიენტის რეგისტრაციის თარიღი, სახელი, გვარი,მოწმობის ნომერი, ფილიალი და კლიენტთან ბოლოს მომუშავე სესხის ოფიცერი.

LK0063.png

ხელმარცხნივ ქვედა კუთხეში ვარსკვლავზე დაწკაპუნებისას კი გამოვა ფანჯარა, სადაც ჩანს ამ კლიენტის შესახებ მინიმალური ჯამური ინფორმაცია. ე. წ. მინირეიტინგი.

LK0064.png

Last Edited on 21.03.2011

Personal tools