კლიენტის დამატება

From LKWiki

Jump to: navigation, search

სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის შესასრულებლად აუცილებელია ბაზაში არსებობდეს კლიენტი. თუ ვიცით, რომ კლიენტი ახალია და პირველადია, მაშინ ვიწყებთ მისი მონაცემების პროგრამაში შეყვანას, რისთვისაც დავკლიკავთ შემდეგ იკონაზე:

ML0001.png

გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ კლიენტის ტიპს: ფიზიკური პირია ის, სოლიდარული ჯგუფის წევრი, თუ იურიდიული პირი. ვთქვათ, მოცემულ მომენტში კლიენტი არის ფიზიკური პირი, მაშინ მის წინ გავაკეთებთ მონიშვნას და OK.

ML0002.png

ვიწყებთ კლიენტის პირადი მონაცემების შეყვანას.

შენიშვნა: ფანჯარაში აუცილებელია მწვანედ არსებული ველების შევსება, ხოლო სასურველი თეთრი ველების.

მას შემდეგ, რაც შევავსებთ პირველ გვერდს, ღილაკით „შემდეგ“ გადავდივართ მომდევნო გვერდზე.

ML0003.png

ქალაქის გრაფის შევსების დროს შეგვიძლია ავკრიბოთ სიტყვის მხოლოდ საწყისი პირველი ასო და გამოჩნდება ამ ასოზე არსებული ყველა ქალაქი, რაც გაგვიმარტივებს მონაცემის შეყვანას.

ML0004.png

ამ გრაფის შევსება შეიძლება მეორენაირადაც. დავაწკაპუნებთ მის მარჯვნივ არსებულ პატარა ისარზე. გამოჩნდება ქალაქების ჩამონათვალი (რაც პროგრამის პარამეტრებში თავიდანვე იქნება შეყვანილი), რომელშიც ავარჩევთ სასურველს.

ML0005.png

„ოფიციალურ მისამართში“ ვწერთ მისამართს, რომელიც უწერია საბუთში, ხოლო „მიმდინარე მისამართში“ კი კლიენტის რეალურ საცხოვრებელ ადგილს. თუ მისი ოფიციალური და მიმდინარე მისამართები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ დავკლიკავთ „მიმდინარე მისამართის“ ბოლოში არსებულ პატარა ლურჯ ღილაკზე და ზედა ტექსტი ქვემოთ გადმოკოპირდება.

ML0006.png

ამის შემდეგ ვავსებთ „ტელეფონი/მობილური“-ს გრაფებს. პირველ გრაფაში ვწერთ სახლის ტელეფონის ნომერს, მეორეში - მობილური ტელეფონის ნომერს.

ML0007.png

...და ამ გვერდის ბოლოს ვავსებთ გრაფას „სქესი“. აქაც ვწერთ სიტყვის საწყის პირველ ასოს და სიტყვა თვითონ ჩაჯდება გრაფაში, ან პატარა შავი ისრით ჩამოვშლით ჩამონათვალს და ავარჩევთ სასურველს.

ML0008.png

თუ არ გვჭირდება მეტი მონაცემის შეყვანა, ვაჭერთ OK-ზე და კლიენტი დაემატება ბაზაში, მაგრამ თუ კიდევ გვინდა დამატებით რაიმე ინფორმაციის შეყვანა, მაგალითად ფოტოს, ფაქსიმილეს და შეუზღუდავი რაოდენობის ფოტო-ფაილების მიბმა თითოეული კლიენტზე და ა.შ., ღილაკით „შემდეგ“ გადავალთ მომდევნო გვერდებზე, რომელთაც აქვთ შემდეგი სახე:

ML0009.png
Personal tools