პირველადი ინტერვიუ (სწრაფი განაცხადი)

From LKWiki

Jump to: navigation, search

პირველადი ინტერვიუ წარმოადგენს დამატებით ეტაპს სასესხო განაცხადის რეგისტრაციამდე. მისი საშუალებით ხდება კომპანიის ფრონტ დესკის თანამშრომლების მიერ კლიენტებთან გასაუბრებისას მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში იკარგება.

პირველად ინტერვიუში ფიქსირდება კლიენტის მიერ მოთხოვნილი სასესხო პროდუქტი და მისი ძირითადი პირობები. ასეთი მოთხოვნის რეალურად მიჩნევის შემთხვევაში შესაბამისი თანამშრომელი იწყებს განაცხადის დამუშავებას და სრული ინფორმაციის შეყვანას, ხოლო არარეალურად მიჩნევის შემთხვევაში კი მისი უარყოფა ხდება ინტერვიუს ეტაპზევე, ხოლო მონაცემთა ბაზაში ხვდება სრული სტატისტიკა ასეთი მოთხოვნების შესახებ. ამას გარდა პირველადი ინტერვიუს აღრიცხვის გზით შესაძლებელია ზუსტად მივადევნოთ თვალყური თუ რამდენად სწრაფად ხდება კლიენტის მომსახურება ოფისში პირველი შემოსვლიდან განაცხადის დამტკიცებამდე.

სესხის განაცხადი შეიძლება დარეგისტრირდეს როგორც პირდაპირ, ასევე ჯერ პირველადი ინტერვიუს დამატების და შემდეგ მისი განაცხადად გადაკეთების გზით.

პირველადი გასაუბრების დროს ვავსებთ ფორმას, რისთვისაც შევდივართ ზედა მენიუს იკონაში „პირველადი ინტერვიუს დამატება“:

Pi01.png

ფანჯარაში ავარჩევთ კლიენტს, შევავსებთ საჭირო ველებს და დავკლიკავთ OK-ზე.

Pi02.png

ამგვარად ივსება სწრაფი განაცხადის, ანუ პირველადი ინტერვიუს ფორმა.

დამატებული პირველადი ინტერვიუს ფორმა წარმოადგენს სტანდარტული განაცხადის გამარტივებულ ვერსიას, ამიტომ მის მოსაძებნად შევდივართ განაცხადებში.

Pi03.png

იისფერი ფერით აღნიშნულ ველთან - „პირველადი ინტერვიუ“ მონიშვნა გააქტიურებული უნდა იყოს. ზემოთ ჩავწერთ საძიებელი კლიენტის გვარს, ან მის პირად ნომერს და ვკლიკავთ ღილაკზე „პოვნა“.

ჩამონათვალში პირველადი ინტერვიუები გამოჩნდება იისფრად.

Pi04.png

თუ ჩამონათვალში გამოჩნდება რამოდენიმე ინტერვიუ, დავდგებით სასურველზე და შევალთ მის „დეტალებში“ (ღილაკი ქვედა მარცხენა კუთხეში).

Pi05.png

ინტერვიუს ფორმიდან შეგვიძლია მოვახდინოთ მისი უარყოფა, ან მისი გადაქცევა უკვე სრულყოფილ სასესხო განაცხადად.

უარყოფის შემთხვევაში ვუთითებთ მიზეზს, რის საფუძველზეც მოხდა განაცხადის უარყოფა. მიზეზის არჩევის შემდეგ ვკლიკავთ ღილაკზე „უარყოფა“. სხვა შემთხვევაში ვკლიკავთ ღილაკზე „განაცხადის შევსება“ რის შემდეგაც უკვე იშლება სტანდარტული განაცხადის ფორმა და სადაც ხდება უკვე დეტალური ინფორმაციის შეყვანა.

პირველადი ინტერვიუს გზით შეყვანილი განაცხადების შემთხვევაში პროგრამა ცალკე ჩაინიშნავს ინტერვიუს რეგისტრაციის თარიღს და ცალკე განაცხადად დაფიქსირების თარიღს. პირდაპირ სასესხო განაცხადის რეგისტრაციისას კი (ინტერვიუს გვერდის ავლით) პროგრამა ინიშნავს მხოლოდ განაცხადის რეგისტრაციის თარიღს.

Personal tools