პროგრამის ზოგადი კონფიგურაცია

From LKWiki

Jump to: navigation, search

პროგრამის პარამეტრების დასაყენებლად შევდივართ ზედა მენიუში - პარამეტრები. აქვე არის განყოფილება პროგრამის კონფიგურაცია, რომელიც მოიცავს მხოლოდ გლობალურ პარამეტრებს.

LK0045.png

ფანჯარა შეიცავს რამოდენიმე გვერდს.

ძირითად გვერდზე ივსება ორგანიზაციის დასახელება, ფილიალი, ადგილობრივი ვალუტა და ა.შ. თუ გვინდა, რომ სესხების მოდული ინტეგრირებული იქნეს შიდა ბუღალტერიასთან, ვაკეთებთ მონიშვნას სათანადო ადგილზე. აქედანვე შეგვიძლია გავიდეთ გვერდზე მომხმარებლის კონფიგურაცია.

მეორე გვერდზე, მოთხოვნილი ველები (კლიენტი), არის ველები, რომლებიც შეგვიძლია ჩავრთოთ / გამოვრთოთ, შეგვიძლია ასევე მათი შევსება გავხადოთ აუცილებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კლიენტის დამატების დროს არ იქნა აუცილებელი ველები (მწვანე ფონით) შევსებული, პროგრამა არ მიცემს მომხმარებელს ოპერაციის დასრულების საშუალებას.

მესამე გვერდზე დოკუმენტაციის ნუმერაცია მოცემულია შაბლონები, რომლებსაც დავაყენებთ სურვილისამებრ და რომელთა მიხედვითაც დაინომრება დოკუმენტაცია. ასევეა მეოთხე გვერდი გირაოს ნუმერაცია.

დანარჩენ გვერდებზე მოცემულია კლიენტებთან, სესხებთან და ბუღალტერიასთან დაკავშირებული დეტალები.

Personal tools