პროგრამის მომხმარებლები და მომხმარებელთა ჯგუფები

From LKWiki

Jump to: navigation, search

მომხმარებლები შეიძლება დავყოთ ჯგუფებად და ყველა ჯგუფს თავისი უფლებები განვუსაზღვროთ.

ეს დაყოფა საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ უფლებების მინიჭება იქნება ეს, თუ შეცვლა, წაშლა, დათვალიერება, კოპირება... ყოველგვარი ქმედება ერთდროულად მოხდეს არა ცალ-ცალკე მომხმარებელზე, არამედ მთელ ჯგუფზე და მის ყველა წევრზე ერთდროულად.

პროგრამაში არსებობს მომხმარებელთა შემდეგი ძირითადი მზა ჯგუფები:

  • 1. ადმინისტრატორები
  • 2. მენეჯერები
  • 3. სესხის ოფიცრები
  • 4. დირექტორი
  • 5. მოლარე-ოპერატორები
  • 6. ბუღალტრები

შესაძლებელია საკუთარი მომხმარებელთა ჯგუფების დამატებაც.

შენიშვნა: იმისათვის, რომ მომხმარებელზე უფლების დამატება, ცვილილება და ა.შ. მოვახდინოთ, ჯერ ის დამატებული უნდა იქნეს პროგრამაში (მომხმარებლის დამატება).

მომხმარებელთა ჯგუფებზე ცვლილებების მოსახდენად, ან მის დასათვალიერებლად უნდა შევიდეთ ზედა მენიუში - პარამეტრები / მომხმარებლები და უფლებები.

LK0013.png

ან ამ ფანჯრის გამოსაძახებლად ვიყენებთ კლავიატურის Ctrl+U.

ფანჯრის პირველ გვერდს ექნება შემდეგი სახე:

LK0016.png


მომხმარებელთა ჯგუფებზე შეიძლება განვახორციელოთ შემდეგი ქმედებები:

1. მომხმარებლის დამატება (მისი ჯგუფში გაერთიანება) / შეცვლა / წაშლა

ჯგუფში ახალი მომხმარებლის დასამატებლად ვაწკაპუნებთ პირველი გვერდის ("მომხმარებლები") ქვემოთ მდებარე ღილაკზე "დამატება". გამოვა პატარა ფანჯარა, რომელშიც უნდა შევიყვანოთ მონაცემები.

LK0017.png

შეგვყავს მომხმარებლის სახელი, მისი სრული სახელი და აქვე ვუთითებთ ჯგუფს, რომელშიც გვინდა მისი გაწევრიანება. ჯგუფის მისათითებლად შესავსები გრაფის მარჯვნივ მდებარე პატარა ისრით ჩამოვშლით ჯგუფების ჩამონათვალს, რომელშიც შევარჩევთ სასურველს.

თუ მომხმარებელს რაღაც პერიოდით ვაძლევთ პროგრამით სარგებლობის უფლებას, ამავე ფანჯარაში ვაკეთებთ მონიშვნას "მოხმარების ვადის გასვლა" წინ და მივუთითებთ მისი გამოყენების ბოლო ვადას. აქვე ვუთითებთ ფილიალს (ამ შემთხვევაშიც ჩამონათვალში ავარჩევთ სასურველს), რომელშიც მან უნდა იმუშაოს.

არის კიდე 2 მომენტი:

  • 1. როდესაც მომხმარებელი მუშაობს ერთ ფილიალში, მაგრამ მას ვაძლევთ სხვა ფილიალების მონაცემების ხედვის უფლებას
  • 2. როდესაც ის მიბმულია და მუშაობს ერთ ფილიალში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია სხვა ფილიალშიც მუშაობა.

განვიხილოთ ორივე საკითხი ცალ-ცალკე.

1. თუ დავაწკაპუნებთ "აქვს შემდეგი ფილიალების ხედვის უფლება" გასწვრივ პატარა იკონაზე, გამოვა პატარა ფანჯარა ფილიალების ჩამონათვალით:

LK0018.png

წითლად გამოჩნდება მონიშვნა იმ ფილიალის წინ, რომელზეც მომხმარებელი მივაბით, ხოლო ნაცრისფრად დანარჩენი ფილიალები. თუ გვინდა, რომ მან შეხედოს სხვა ფილიალებსაც, მაშინ გავაკეთებთ მონიშვნას (დავაწკაპუნებთ სამწერტილზე) უშუალოდ იმ ფილიალის წინ, რომელიც გვინდა რომ დაათვალიეროს.

ამ შემთხვევაში მიბმული არის მეორე ფილიალზე და აქვს მესამე ფილიალის ხედვის უფლებაც.

2. თუ დავაწკაპუნებთ "შეუძლია ფილიალებში მუშაობა" გასწვრივ იკონაზე, ამ დროსაც გამოვა იგივე სახის ფანაჯარა. ამ ფანჯარაში ცვლილებების გაკეთება საჭიროა იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციას რამოდენიმე ფილიალი აქვს.

LK0019.png

დავუშვათ მომხმარებელს მოვუნიშნეთ 2 ფილიალი, რომელშიც ის შეძლებს მუშაობას (ამ შემთხვევაში მონიშნულია პირველი და მეორე ფილიალი). ამ დროს ხდება ის, რომ მომხმარებელს პროგრამაში შესვლის დროს გამოუჩნდება ფანჯარა, სადაც იქნება ფილიალების ჩამონათვალი.

LK0020.png

ის აირჩევს იმ ფილიალს, რომელშიც უნდა იმუშაოს მოცემულ მომენტში. მის მიერ გაკეთებული ყველა ოპერაციაც შესაბამისად გატარდება არჩეული ფილიალის ანგარიშზე და პროგრამულად ზეგავლენას მოახდენს მის ნაშთებზეც.

LK0021.png

თუ გვსურს ახლად დამატებულ, ან უკვე ყოფილ მომხმარებელზე რაიმე მონაცემის (მომხმარებელთა ჯგუფის, ვადის, ფილიალის) შეცვლა, დავდგებით მასზე, დავაწკაპუნებთ შეცვლის ღილაკზე და გამოსულ ფანჯარაში ვიმოქმედებთ. თუ წაშლა გვინდა, ვაწკაპუნებთ წაშლის ღილაკზე.

2. მომხმარებელთა ჯგუფის დამატება / შეცვლა / წაშლა

თუ გვსურს პროგრამაში რაიმე ჯგუფის დამატება, უკვე დამატებულის შეცვლა, ან წაშლა, უნდა გადავიდეთ მეორე გვერდზე ("მომხმარებელთა ჯგუფები"). აქ ჩანს უკვე დარეგისტრირებული ჯგუფების ჩამონათვალი.

LK0022.png

აქვე, ფანჯრის ქვედა ნაწილში არის დამატება, შეცვლა, წაშლის ღილაკები, საიდანაც ვაკეთებთ ჯგუფებზე მოქმედებებს.

თუ გვინდა ახალი ჯგუფის დამატება, ბუნებრივია ვაჭერთ დამატების ღილაკზე. გამოვა ფანჯარა, რომელსაც ვავსებთ შემდეგნაირად:

LK0023.png


ფანჯარა გაყოფილია 3 ნაწილად. ზედა ნაწილის პირველ გრაფაში ვწერთ ჯგუფის სახელს (ადმინისტრატორები, მენეჯერები, ბუღალტრები...), შემდეგ ვაკეთებთ მონიშვნებს სურვილის მიხედვით ქვედა სამ პუნქტზე.

  • 1. თუ გვინდა რომ მომხმარებელთა ჯგუფმა (როგორც წესი, სესხის ოფიცრებმა) ბაზაში დაინახოს მხოლოდ საკუთარი კლიენტები, მაშინ მონიშვნას ვაკეთებთ პირველი პუნქტის "უსაფრთხოება ჩანაწერების დონეზე (კლიენტების ჩანაწერები)" წინ.
  • 2. თუ გვინდა, რომ მომხმარებელთა ჯგუფმა ბაზაში დაინახოს დაინახოს მხოლოდ საკუთარი ჩანაწერები (განაცხადი, სესხი, უზრუნველყოფა...), მონიშვნას ვაკეთებთ მეორე პუნქტის "უსაფრთხოება ჩანაწერების დონეზე" წინ.
  • 3. თუ გავაკეთებთ მონიშვნას "ავტომატურად მიანიჭე უფლება ახალ ქვე-ფილიალზე" წინ, მაშინ ბაზაში ახალი ქვე-ფილიალის დამატების შემთხვევაში ავტომატურად ჩაურთავს მის ხედვას (პროგრამაში არის სპეციალური განყოფილება, "ორგანიზაციული სტრუქტურა", სადაც შეგვიძლია განვსაზღვროთ რომელია სათაო, რომელი ფილიალი და რომელი ქვე-ფილიალი).


ფანჯრის შუა ნაწილში განვსაზღვრავთ ანგარიშების წვდომის დონეებს (სრული დათვალიერება, ნახვა და გატარების გაკეთება).

  • 1. "ანგარიშების წვდომის დონე - სრული დათვალიერება" ფრაზის შემდეგ არის გრაფა, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ დონე, დავუშვათ I, მაშინ (ამ სქრინშოტის მიხედვით) ადმინისტრატორებს დათვალიერებისას შეეძლებათ მხოლოდ ამ დონეზე არსებული ანგარიშების ნახვა.
  • 2. "ანგარიშების წვდომის დონე - ნახვა და გატარების გაკეთება". ნახვა და გატარების გაკეთებაც დათვალიერების ანალოგიურად ხდება.

ანუ, ამ ფანჯრიდან ხდება დათვალიერებებისა და ნახვა / გატარებების წვდომის დონეების მითითება, ხოლო თვითონ ანგარიშებზე დონეების განსაზღვრა კი შეგვიძლია უშუალოდ ანგარიშებიდან.


ფანჯრის ქვედა ნაწილში გავნუსაზღვრავთ პაროლის ვადას (რამდენ დღეში გაუვიდეს მას ვადა), პაროლის სიგრძესა და მის სირთულეს და ვაწკაპუნებთ OK-ზე. პაროლზე ჩვენს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პროგრამაში მომხმარებლის შესვლის დროს ავტომატურად გამოვა მისი შეცვლის ფანჯარა.

LK0024.png

3. მომხმარებელთა ჯგუფებზე უფლებების ნახვა / შეცვლა / კოპირება

მომხმარებელთა ჯგუფზე უფლებების სანახავად / შესაცვლელად / დასაკოპირებლად ვდგებით ჩვენთვის სასურველ ჯგუფზე და ქვემოთ ვაწკაპუნებთ შესაბამის ღილაკზე.

LK0025.png

ვთქვათ, გვინდა ადმინისტრატორთა ჯგუფზე უფლებების ნახვა, ვდგებით მასზე, ვაწკაპუნებთ "უფლებების ნახვის" ღილაკზე და შევდივართ ჩამონათვალში. ხელმარცხნივ არის ჩამოთვლილი ძირითადი საკითხები, ხოლო ხელმარჯვნივ გრაფაში ეს საკითხები კიდე უფრო დეტალურად ჩანს. თუ ხელმარცხნივ არის საკითხი "ძირითადი", მასზე დაწკაპუნების დროს მარჯვნივ გრაფაში გამოჩნდება ამ საკითხში შემავალი ყველა პუნქტი ცალ-ცალკე, რომელშიც მონიშვნას გავაკეთებთ იმ პუნქტის წინ, რომელზეც გვინდა ამ ჯგუფს მივანიჭოთ უფლება.

LK0026.png

ამგვარად შევდივართ ყველა საკითხებში და ვნახულობთ მის დეტალურ ჩამონათვალებს.

LK0027.png

ანალოგიურად ვიქცევით ჯგუფზე "უფლებების შეცვლის" დროსაც იმ განსხვავებით, რომ ცვლილებების გაკეთების შემდეგ ვაწკაპუნებთ OK-ზე.

ჯგუფზე ცვლილების გაკეთების დროს, ცვლილება ხდება მის ყველა წევრზე ავტომატურად.

ჯგუფზე "უფლებების კოპირების" დროს გამოვა ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ რომელი ჯგუფიდან რომელზე ვაკოპირებთ უფლებებს.

LK0028.png

ეს ძირითადად მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, როდესაც 2 ან რამოდენიმე ჯგუფისთვის ერთნაირი უფლებების მინიჭება გვინდა. შეიძლება ზუსტად ერთნაირი უფლებების მინიჭება არც გვსურდეს, მაგრამ თუ მათ უმეტესაც ერთნაირი ფუნქციები აქვთ, დაკოპირების შემდეგ იმ რამოდენიმეს, რომელზეც არ გვინდა უფლების მინიჭება, შევუცვლით "უფლებების შეცვლით".

Personal tools