სასესხო პროდუქტები

From LKWiki

Jump to: navigation, search

სასესხო პროდუქტები წარმოადგენს პროგრამაში მუშაობის ავტომატიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურს. პროგრამის კონფიგურაციის და საკუთარ კომპანიაზე მორგების პროცესში სასურველია მოხდეს სასესხო პროდუქტების სრულყოფილი დიზაინი და პროდუქტების პარამეტრების კარგად განსაზღვრა. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უშუალოდ სამუშაო პროცესი იყოს გაცილებით მარტივი, სწრაფი და საოპერაციო რისკებისაგან მაქსიმალურად დაზღვეული.

ეს პრაქტიკაში გულისხმობს იმას, რომ თუ მაგალითისათვის, სესხის პროდუქტში "მიკროსესხი" მითითებულია, რომ მისი მოცულობა შეიძლება იყოს 1000-დან 10,000 აშშ დოლარამდე, მონაცემთა ბაზის ოპერატორი, სესხის ოფიცერი და კომიტეტის წევრი გადაზღვეული იქნებიან შეცდომისაგან, რომ შეცდომით არ დაარეგისტრიროს, განიხილონ ან გასცენ 500 ან 11,000 აშშ დოლარის მოცულობის მიკროსესხი. ასეთი ზღვრების დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ პარამეტრზე - სესხის თანხა, ვადა, ვალუტა, საპროცენტო განაკვეთი, ჯარიმები და ა. შ.

მაგალითად, იმავე მიკროსესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება განისაზღვროს შუალედით 24-36%. თუმცა, თუ ყველა მიკროსესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ 36% განაკვეთით, მაშინ პროდუქტში იწერება შუალედი 36-36%, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ოპერატორის სამუშაო პროცესს და საერთოდ აღარ მოითხოვს მისგან საპროცენტო განაკვეთის შევსებას არცერთ ეტაპზე.

სასესხო პროდუქტების დიზაინისათვის შევდივართ პროგრამის ზედა მენიუში - პარამეტრები / სასესხო პროდუქტები. გამოტანილი ფანჯრის მარცხნივ ჩანს სასესხო პროდუქტების ჯგუფები, მარჯვნივ კი თითოეული ჯგუფის შემადგენლობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროდუქტის ჯგუფის სახელწოდებაა "სალომბარდო სესხი", ხოლო მის შემადგენლობაში კი შედის რამოდენიმე ტიპის სასესხო პროდუქტი: VIP სესხი, 1 თვიანი, 2 თვიანი, 3 თვიანი და MAX სესხები.

LK0041.png

სასესხო პროდუქტების ჯგუფსაც და თვითონ პროდუქტებსაც აქვს დამატება / შეცვლა / წაშლის ღილაკები.

პროდუქტთა ახალი ჯგუფის დასამატებლად გამოსულ ფანჯარას ვავსებთ შემდეგნაირად:

LK0042.png

ფანჯრის ზედა განყოფილებაში:

  • ვწერთ ჯგუფის სახელწოდებას
  • თუ არ ვზღუდავთ რამოდენიმე სესხის გაცემას ერთ ჯგუფში, მაშინ გავაკეთოთ მონიშვნა "დაუშვი პარალელური სესხების გაცემა ამ ჯგუფში" წინ.
  • ქვედა გრაფაში ვწერთ ციფრს, ერთდროულად რამდენი სესხის გაცემის უფლებასაც ვანიჭებთ.

ფანჯრის ქვედა განყოფილებას ვააქტიურებთ და ვავსებთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვინდა პროგრამამ ავტომატურად დანომროს სესხები და გვსურს, რომ განაცხადისა და სესხის ხელშეკრულებისათვის საკუთარი შაბლონები გამოვიყენოთ.

ახალი პროდუქტის დასამატებლად ვაწკაპუნებთ დამატების ღილაკზე და ვავსებთ გამოსული ფანჯრის ყველა გვერდს.

Personal tools