სესხის კალკულატორი

From LKWiki

Jump to: navigation, search

ხშირად ხდება ისე, რომ სესხის გაცემამდე სესხის ოფიცერსაც და თვითონ კლიენტსაც აინტერესებს სესხის გადახდის გრაფიკი იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრონ გასაცემი თანხა იქნება ეს, პროცენტი, გადახდების რაოდენობა, თუ სხვა პირობები.

ამისათვის პროგრამაში არის სპეციალური პუნქტი "სესხის კალკულატორი", სადაც შეგვიძლია ამგვარი საცდელი გრაფიკის აგება. სესხის გრაფიკის ასაგებად შევდივართ ზედა მენიუში - სესხები / სესხის კალკულატორი, ან ვიყენებთ კლავიშთა კომბინაციას Shift+F6.

LK0084.png

გამოსულ ფანჯარაში შეგვყავს მონაცემები, რომელთა გათვალისწინებითაც იგება საცდელი (საჩვენებელი) გრაფიკი.

LK0085.png

გრაფების შევსებისას ბუნებრივია უნდა მივუთითოთ სესხის თანხა და წლიური საპროცენტო განაკვეთი. ამ უკანასკნელის გასწვრივ უნდა ავარჩიოთ როგორი გრაფიკი გვინდა, კლებადი პროცენტით, თუ ბრტყელი პროცენტით (დავუშვათ, ამ შემთხვევაში გვსურს კლებადი პროცენტი). ამის შემდეგ უნდა ავარჩიოთ კლიენტს როდის გადავახდევინოთ ეს პროცენტი, პერიოდის განმავლობაში, თუ პერიოდის დასაწყისში (აქ: პერიოდი განმავლობაში). ვავსებთ წლიური ბაზისის განყოფილებას, გრაფიკის პირველ და ბოლო თარიღს (თუმცა შეიძლება მარტო პირველი თარიღიც მივუთითოთ და ბოლოს თვითონ იანგარიშებს). ამის შემდეგ შეგვყავს სესხის ვადა, რამდენ თვიანი გვინდა იყოს (აქ: 12 თვე), საშეღავათო პერიოდის გრაფებს ვავსებთ იმ შემთხვევაში, თუ ასეთ შეღავათს ვუკეთებთ კლიენტს (I გრაფა უნდა შევავსოთ მაშინ, როდესაც ძირითადზე ვაკეთებთ შეღავათს და II გრაფა, როდესაც პროცენტზე). გრაფიკის ტიპში ვირჩევთ სასურველს. აქ არის 4 ძირითადი ტიპი: თანაბარი დავარვები, თანაბარი ძირითადი თანხა, მხოლოდ პროცენტი, პერიოდის ბოლოს დაფარვა. გადახდების დამრგვალების სიზუსტეში უნდა მივუთითოთ თუ როგორ დამრგვალდეს პერიოდულად გადასახდელი თანხა. კვირის დღეებიდან რომლის გამოტოვებაც გვინდა, იმ დღის წინ გავაკეთებთ აღნიშვნას (დავუშვათ, მარტო კვირის) და გრაფიკში ამ დღის შეხვედრის შემთხვევაში გრაფიკში ავტომატურად ჩაისმება მომდევნო დღე. თუ ჩვენ რაიმე მოსაზრების გამო გვსურს გრაფიკში გამოვტოვოთ გარკვეული რიცხვებიც (დავუშვათ, არ გვინდა გადახდა მოუწიოს თვის ბოლო რიცხვებში), ამ დროს ვაკეთებთ მონიშვნებს ამ რიცხვების წინ და ვუთითებთ გამოტოვების მიმართულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს რიცხვები გრაფიკში შეხვდება, გადათვლის დროს, ისინი გამოტოვებული იქნება და მათ ნაცვლად ჩაჯდება მომდევნო თარიღი, ხოლო თუ გამოტოვების მიმართულებას მონიშვნას მოვუხსნით, ამ შემთხვევაში გამოტოვებული რიცხვების ნაცვლად ჩაჯდება ამ რიცხვების წინა თარიღი. "აგების" ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ ჩვენს შემთხვევაში გრაფიკს ექნება შემდეგი სახე:

LK0086.png

ბეჭდვის ღილაკით შეიძლება მისი დაბეჭდვა, ხოლო ექსპორტის ღილაკით მისი ექსელის ფაილში ან ბუფერში გადატანა. დაბეჭდილ გრაფიკი შემდეგნაირი იქნება:

LK0087.png

Personal tools