ჩარჩო ხელშეკრულება

From LKWiki

Jump to: navigation, search

ჩარჩო ხელშეკრულება, (იგივე გენერალური ხელშეკრულება) წარმოადგენს ფორმალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებას, რომელიც გამოიყენება საკრედიტო ინსტიტუტების მიერ სესხის უზრუნველყოფის პროცესის გამარტივების მიზნით. ჩარჩო ხელშეკრულება განსაკუთრებით ეფექტურია, როცა საქმე ეხება იპოთეკის ან ისეთი მოძრავი ქონების დაგირავებას, რომელთა რეგისტრაციაც სახელმწიფო რეესტრში ხდება.

სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაცია არ იყენებს ჩარჩო ხელშეკრულების მოდელს, ნებისმიერ ახალი სესხის უზრუნველსაყოფად ქონების დაგირავება და იპოთეკის/გირავნობის/თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება ხდება თავიდან. ეს დაკავშირებულია დამატებით დროსა და ფინანსურ დანახარჯებთან.

ჩარჩო ხელშეკრულების მოდელის გამოყენებისას ამ პროცედურების გავლა მხოლოდ ერთხელ ხდება საჭირო. სესხის გაფორმების საწყის ეტაპზე ხდება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება გრძელი ვადით, უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულების თანხაზე (თუნდაც კონკრეტული სესხის თანხა გაცილებით ნაკლები იყოს). შემდეგ აღნიშნულ ჩარჩო ხელშეკრულებაზე ებმება იპოთეკის/გირავნობის/თავდებობის ხელშეკრულებები (ანუ ხდება მათი ერთგვარი დაჯგუფება ჩარჩოს შიგნით), რის შემდეგაც უკვე თავად ჩარჩო ხელშეკრულება წარმოადგენს მიმდინარე და მომავალში გაფორმებული ნებისმიერი სესხის უზრუნველყოფას. იმავე კლიენტის მიერ ახალი სასესხო განაცხადის გაკეთების შემთხვევაში მასთან ფორმდება მხოლოდ სესხის ახალი ხელშეკრულება.

გამსესხებელი კომპანიისთვის ჩარჩო ხელშეკრულება წარმოადგენს ფორმალურ ვალდებულებას, მასში მითითებულია, რომ ნებისმიერი ახალი სესხის გაფორმებისას მისი განხილვა და გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება ინდივიდუალურად, ამიტომ, როგორც წესი, მისი გაფორმება ხდება გრძელი ვადით (5, 10 წელი ან მეტი) და გაცილებით მეტ თანხაზე, ვიდრე კლიენტის მიმდინარე მოთხოვნაა.

Contents

სესხის უზრუნველყოფა ჩარჩო ხელშეკრულებით/ჩარჩო ხელშეკრულების გარეშე

როდესაც სესხის უზრუნველყოფა ხდება სტანდარტული გზით, ანუ ჩარჩო ხელშეკრულების გარეშე, სესხზე ვამაგრებთ უშუალოდ უზრუნველყოფებს (გირავნობა/იპოთეკა/თავდებობა). შესაბამისად ვასრულებთ შემდეგ პროცედურებს:

  • სესხის დამატება
  • უზრუნველყოფების დამატება
  • უზრუნველყოფების მიმაგრება სესხზე.

ჩარჩო ხელშეკრულების შემთხვევაში ვასრულებთ შემდეგ პროცედურებს:

  • სესხის დამატება
  • ჩარჩო ხელშეკრულების დამატება
  • ცალკეული უზრუნველყოფების დამატება
  • უზრუნველყოფების დაჯგუფება ჩარჩო ხელშეკრულების შიგნით
  • ჩარჩო ხელშეკრულების მიმაგრება სესხზე.

ჩარჩო ხელშეკრულების დამატება

ჩარჩო ხელშეკრულების დამატება ხდება სტანდარტული უზრუნველყოფის დამატების ანალოგიურად.

შევდივართ ზედა მენიუში უზრუნველყოფები / უზრუნველყოფის დამატება.

LK0132.png

უზრუნველყოფის დასამატებლად საჭიროა, კლიენტის ბაზაში არსებობა. ამის გადასამოწმებლად გრაფაში "სწრაფი მოძებნა პირადი ნომრით", შეგვყავს მისი პირადი ნომერი .

LK0134.png

თუ კლიენტი არსებობს, მაშინ ფანჯარაში წითელი შრიფტით ჩაიწერება მისი სახელი და გვარი. მისი გადამოწმება შეიძლება მეორე გზითაც: დავკლიკავთ ღილაკზე "მფლობელის არჩევა", გამოსულ ფანჯარაში შევიყვანთ მის სახელს, გვარს, ან სხვა მონაცემებს და თუ ასეთი არსებობს, ჩვენ შევძლებთ მის არჩევას.

ხოლო, თუ კლიენტი არ არის ბაზაში, მაშინ აქედანვე შეგვიძლია მისი დამატება LK0133.png ღილაკზე დაკლიკების შემდეგ (იხ. კლიენტის დამატება).

კლიენტის არჩევა / დამატების შემდეგ ვავსებთ ფანჯრის მეორე ნაწილს:

LK0135.png

ფანჯარაში თარიღისათვის არის 2 გრაფა, სადაც იწერება ხელშეკრულების დაწყებისა და დასრულების თარიღები. დაწყების თარიღად ავტომატურად ჩაწერილი იქნება საოპერაციო დღის რიცხვი, თუმცა შეგვიძლია მისი სურვილის მიხედვით შეცვლაც (რა თქმა უნდა მხოლოდ მომდევნო თარიღებით).

თუ გვსურს, რომ ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული იყოს, მაშინ თარიღის მეორე გრაფის წინ მონიშვნას მოვხსნით და ჩავწერთ ხელშეკრულების დასრულების თარიღს (აქ: 02.06.2015). ხოლო თუ გვსურს, რომ ხელშეკრულება უვადო იყოს, მაშინ მეორე გრაფის წინ მონიშვნას გავაკეთებთ და ის აქტიური აღარ იქნება.

უზრუნველყოფის კატეგორიის გვერდით გრაფაში ავარჩევთ "ჩარჩო ხელშეკრულება"-ს. ვავსებთ დანარჩენ გრაფებსაც. საკრედიტო ლიმიტის გრაფაში ვწერთ იმ თანხას, რამდენზეც ვაძლევთ კლიენტს ლიმიტს (ანუ, რა თანხითაც დამტკიცდა ჩარჩო ხელშეკრულება) და ღილაკით "შემდეგ" გადავდივართ მეორე გვერდზე, სადაც ხდება ამ ხელშეკრულებაზე უზრუნველყოფების დამატება / მიბმა.

ჩარჩო ხელშეკრულების შემადგენელი უზრუნველყოფების დამატება

უზრუნველყოფების დასამატებლად ვიყენებთ დამატების ღილაკს, რომელზე დაკლიკვის შემდეგაც გამოდის ჩარჩო ხელშეკრულების დასამატებელი ფანჯრის ანალოგიური ფანჯარა. მისი შევსების შემდეგ დავკლიკავთ OK-ზე, გირაო ებმება ჩარჩო ხელშეკრულებას და ჯდება ამ გვერდის ჩამონათვალში.

LK0136.png

შეგვიძლია წინასწარ გავაკეთოთ უზრუნველყოფები და მერე მივაბათ ჩარჩო ხელშეკრულებას მიბმის ღილაკით.

ჩარჩო ხელშეკრულებაზე შეიძლება რამოდენიმე გირაოს ერთდროულად მიბმა.

ფანჯარას აქვს შეცვლა / წაშლა / მიბმა / მოხსნის ღილაკებიც, რომელთა გამოყენებით შეგვიძლია სასურველი ოპერაციების გაკეთება.

ჩარჩო ხელშეკრულების ზოგადი პირობები

ჩარჩო ხელშეკრულების დამატება/ცვლილების ფორმაში, მეორე გვერდზე განლაგებულია პროდუქტების ჩამონათვალი.

LK0137.png

ამ ჩამონათვალში არჩეული პროდუქტი გამოიყენება ჩარჩო ხელშეკრულების ისეთი ზოგადი პირობების განსაზღვრისათვის, როგორიცაა მინ/მაქს საპროცენტო განაკვეთი, მინ/მაქს საჯარიმო სანქციები, მინ/მაქს საკომისიოები და ა. შ. აღნიშნული პირობების გამოტანა და ბეჭდვა მოგვიანებით შესაძლებელია ჩარჩო ხელშეკრულების ბეჭდვით ფორმაში. ისინი არ გამოიყენება ფუნქციონალური შეზღუდვებისთვის.

ჩარჩო ხელშეკრულების მიბმა სესხზე

იმისათვის, რომ ჩარჩო ხელშეკრულება მიებას სესხზე, ჯერ თვითონ სესხი უნდა იქნეს დამატებული ბაზაში. ამის შემდეგ შევდივართ გამზადებულ და გაუცემელ სესხის დეტალებში, გადავდივართ უზრუნველყოფის გვერდზე და მიბმის ღილაკის გამოყენებით ვაბამთ წინასწარ გაკეთებულ ჩარჩო ხელშეკრულებას (ჩარჩო ხელშეკრულების გაკეთება ამ გვერდიდანაც შეგვიძლია დამატების ღილაკის გამოყენებით).

LK0139.png

სესხზე უნდა მივაბათ მხოლოდ ჩარჩო ხელშეკრულება, მასე მიბმული გირავნობები თავისთავად მიებმება. ჩარჩო აღნიშნულია მუქი მწვანე ფერით, მისი შემადგენლები ღია მწვანით. თუ უზრუნველყოფებს დამოუკიდებლად ვაბამთ და ისინი არ არიან მიბმული ჩარჩოზე, მაშინ ისინი თეთრი ფერით იქნება აღნიშნული.

თუ ჩარჩოს შემადგენლობა შეიცვლება, ნებისმიერ სესხზე, რომელზეც მიბმულია - თავისით არ განახლდება მიბმული შემადგენლობა. ის უნდა მოიხსნას და თავიდან მიემაგროს.

Last Edited on 05 Jun 2011

Personal tools