Main Page
From LKWiki
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროგრამა LoanKeeper-ის ვიკი პროექტის გვერდზე.
Contents |
პროექტის საწყისი გვერდი
ძირითადი სამუშაო გვერდი, სადან შეგიძლიათ იპოვოთ მომხმარებლის ინსტრუქციები, მზა ანგარიშგებები და პროექტთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. 2011 წლიდან მომხმარებლის ინსტრუქციები მუდმივი განახლებისა და შევსების პროცესშია. ინტრუქციების დიდი მოცულობის გამო, გირჩევთ აქტიურად გამოიყენოთ ძებნის ველი.
- ინსტალაცია და ტექნიკური საკითხები - ტექნიკური პერსონალისათვის
- ნაბიჯ-ნაბიჯი ინსტრუქციები პროგრამის მომხმარებლებისათვის
- T-SQL ანგარიშგებების კატალოგი
- ტერმინოლოგია
- ახალი ფუნქციონალი
რა არის LoanKeeper?
LoanKeeper © წარმოადგენს მენეჯერული საინფორმაციო სისტემის (MIS) სავაჭრო ნიშანს, რომელიც განკუთვნილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების სასესხო პორტფელისა და ბუღალტერიის აღრიცხვისათვის. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა შემუშავებულ და დანერგილ იქნა 2004 წელს ქართველ პროგრამისტთა ჯგუფის მიერ, რომელიც დღეს წარმოადგენს კომპანიას - შპს დოლფინ სოფტვეა (Dolphin Software Ltd).
რა არის LKWiki?
"LKWiki" არის პროგრამის დოკუმენტაციის ღია პროექტი. თუმცა იგი არ არის შეზღუდული მხოლოდ LoanKeeper-ის ირგვლივ დისკუსიებით და გამოყენების ინსტრუქციებით. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ მიკროსაფინანსო მეთოდოლოგია და სასესხო პორტფელის აღრიცხვის ზოგადი ასპექტები.
ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ თქვენ შეძლებთ ამ საიტზე მოიძიოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია. და უფრო მოხარული ვიქნებით, თუ გაგიჩნდებათ სურვილი თქვენი ცოდნის გაზიარებისა.
პროექტი მუდმივად განვითარებადია და განახლებადია, ასე რომ თუ თქვენ ვერ იპოვით სასურველ ინფორმაციას, იცოდეთ, რომ ეს დროებითია. ჩვენ შეძლებისდაგვარად სისტემატურად ვანახლებთ პროექტის შიგთავსს, რათა არ ჩამოვრჩეთ მიკროფინანსების სწრაფად განვითარებად ინდუსტრიას.
რატომ LoanKeeper?
LoanKeeper არის უნიკალური, სწრაფი, მძლავრი და გამოსაყენებლად მარტივი სისტემა. ჩვენ გვჯერა, რომ დამატებით კიდევ ბევრ მიზეზს თქვენ იპოვით ჩვენი ფუნქციების ჩამონათვალში (feature list) ან პროექტის სტატიებში. ჩვენი ძირითადი უპირატესობები მოყვანილია ქვემოთ:
- უნიკალური და სრული ფუნქციონალი
- მონაცემთა ბაზის მასშტაბირებადი სტრუქტურა
- ანალიზის შეუზღუდავი შესაძლებლობები
- დაზღვეული საოპერაციო რისკები
- ინტეგრირებადი მონაცემთა ბაზა
- ცენტრალიზებული ბაზის ჩაშენებული შესაძლებლობები
- მუშაობის პროცესში ტესტირებული
- მონაცემთა დიდი მოცულობაზე ტესტირებული
ფუნქციონალი
LoanKeeper აღჭურვილია ფუნქციების სრული ნაკრებით, რომელიც აუცილებელია აღრიცხვის ნებისმიერ თანამედროვე სისტემისათვის. ბაზრის მოთხოვნების და კონკურენტი სისტემების ფუნქციონალის დეტალური ანალიზის საფუძველზე ჩვენ შევქმენით, დავნერგეთ და განვავითარეთ სისტემა, რომლის ბევრი ფუნქცია ბაზრისათვის უნიკალური აღმოჩნდა. გაეცანით ფუნქციების სრულ ჩამონათვალს feature list უფრო დეტალური ინფორმაციისათვის.
პროგრამული სურათების გალერეა
LoanKeeper-ის შესახებ პირველი შთაბეჭდილების შესაქმნელად შედით გვერდზე Screenshot Gallery. აქ თავმოყრილია ის სურათები, რომლებიც პროექტის სტატიებშია გამოყენებული.
საკონტაქტო მონაცემები
შპს დოლფინ სოფტვეა ნიუპორტის ქ. 4 ქუთაისი, 4600, საქართველო პროექტის მენეჯერი - gela at loankeeper.ge დეველოპმენტი - shota at loankeeper.ge დახმარება - admin / info at loankeeper.ge Web: www.dolphin.ge www.loankeeper.ge
